გაეროს ახალმა გენერალურმა მდივანმა ფიცი წარმოთქვა

იგი მოვალეობის შესრულებას 1 იანვრიდან დაიწყებს

629146
გაეროს ახალმა გენერალურმა მდივანმა ფიცი წარმოთქვა

გაეროს ახალმა გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა ფიცი წარმოთქვა და ამით 193 წევრიანი გაეროს რიგით მე-9 გენერალური მდივანი გახდა.

ფიცის ცერემონიალის დროს წარმოთქმულ სიტყვაში მან რეფორმების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

5 წლით არჩეული გუტიერესი მოვალეობის შესრულებას 1 იანვრიდან დაიწყებს, როცა ოფიციალურად გადმოიბარებს ბან კი მუნისგან ამ თანამდებობას.

გუტიერესი ადრე პორტუგალიის პრემიერმინისტრს წარმოადგენდა, ხოლო 2005-2015 წლებს შორის კი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოვალეობას ასრულებდა



მსგავსი ინფორმაციები