ნიგერიაში დაიღუპა 160 ადამიანი

ერთ-ერთი ეკლესიის ჭერის ჩამოქცევის შედეგად, პირველადი წყაროების ცნობით დაიღუპა 160 ადამიანი

628646
ნიგერიაში დაიღუპა 160 ადამიანი

 დასავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან, ნიგერიის სამხრეთ აქვა იბომის პროვინციის ერთ-ერთი ეკლესიის ჭერის ჩამოქცევის შედეგად, პირველადი წყაროების ცნობით დაიღუპა 160 ადამიანი.

შემთხვევამ თავი იჩინა პროვინციის დედაქალაქ უიოს, რეიგნერ ბიბლეს ეკლესიაში.  

საავადმყოფოს წყაროების ცნობით შიშობენ სიკვდილიანობის გაზრდაზე.

ეპისკოპოს აქან ვეექსის ცნობით, ეკლესიის ჭერის ჩამოქცევის შედეგად, რომლის მშენებლობაც ჯერ არ იყო დასრულებული, დაიღუპა 200-დე ადამიანი. გრძელდება სამძებრო-გამოხსნითი სამუშაოები.

ინციდენტის დროს ეკლესიაში იმყოფებოდა პროვინციის გუბერნატორი უდომ ემმანუელი, რომელიც უვნებლად გადარჩა.

გუბერნატორის მრჩეველის განცხადებით, პროვინციის ხელისუფლება სარჩელს აღძრავს ინციდენტთან დაკავშირებით.

ნიგერიის ქალაქ ლაგოსში, 2014 წლის 12 სექტემბერს, ყველა ეროვნულ სინაგოგ-ეკლესიებში წარმართული რესტავრაციული სამუშაოების დროს, კვლავ ჰქონდა ადგილი მსგავს შემთხვევას, დაიღუპა 116 ადამიანი.


საკვანძო სიტყვები: #ნიგერია , #ეკლესია , #ჭერი , #ჩამოქცევა

მსგავსი ინფორმაციები