რუსი მინისტრი თანამდებობიდან გადაყენებულია

მას ბრალი ედება ქრთამის აღებაში

611593
რუსი მინისტრი თანამდებობიდან გადაყენებულია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, ეკონომიკის მინისტრი ალექსეი ულუკაევი, ქრთამის აღების ბრალდების გამო იგი თანამდებობიდან გადააყენა.

კრემლის პრეს წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებისათვის გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ულუკაევმა “სანდოობა დაკარგა“ და ამიტომ პუტინმა იგი მინისტრობიდან გადააყენა.

ულუკაევს ბრალი ედება სახელმწიფო ნავთობ კომპანია Rosneft-საგან 2 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღება, რის სანაცვლოდაც მან ხელი მოაწერა ხსენებული კომპანიის მხრიდან Başhneft-ის აქციების ყიდვას და ამ ბრალდებით იგი გუშინ დააკავეს.

გადაყენებულ მინისტრს სულ ცოტა 15 წლის პატიმრობა ელის, მაგრამ, მოსკოვის ბასმანნის რაიონის სასამართლომ ჯერ ჯერობით მას შინა პატიმრობა მიუსაჯა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება.

რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის განკარგულებით ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა მისი პირველი მოადგილე ევგენი იელინი



მსგავსი ინფორმაციები