რუსეთი ცისფერი აირი, გაფრთხილება

უკრაინაზე გავლით ევროპასა და თურქეთში ცისფერი აირის ტრანსპორტირებაში სარისკო მდგომარეობაა

608643
რუსეთი ცისფერი აირი, გაფრთხილება

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა, მოსკოვში, ჟურნალისტებთან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ზამთრის პერიოდში, უკრაინაზე გატარებით ევროპასა და თურქეთში ცისფერი აირის ტრანსპორტირებაში სარისკო მდგომარეობა არსებობს. უკრაინამ ვერ მოახერხა ზამთრამდე, საკმარისი გაზის უზრუნველყოფა.   

ამჟამად ჰაერის ტემპერატურა სეზონურ ნორმაზე ქვევით არის, ამიტომაც მიწოდებულ ცისფერ აირთან დაკავშირებით სარისკო მდგომარეობაა.

ნოვაკმა, ადრე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა უკრაინამ არ განიცადოს ზამთარში გაზის უკმარისობა, საჭიროა 2 მილიარდი კუბუმეტრი გაზის დამატება.

ევროპა, გაზის მოთხოვნილების 15 %-ს, თურქეთი კი, მოხმარებული გაზის 30 %-ს უზრუნველყოფს უკრაინაზე გატარებული მილსადენით.



მსგავსი ინფორმაციები