ფილიპინებიზე ტაიფუნ ჰაიმას გამო დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

ფილიპინების ჩრდილოეთში მძვინვარე ტაიფუნ ჰაიმას გამო დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

594122
ფილიპინებიზე ტაიფუნ ჰაიმას გამო დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

ფილიპინების ჩრდილოეთში მძვინვარე ტაიფუნ ჰაიმას გამო დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა.

ფილიპინელი უფლებამოსილების განცხადებით, ტაიფუნ ჰაიმას გამო ასევე დაკარგულია 2 ადამიანი და 18 ათას 277-მა ოჯახმა გუშინ ღამე ევაკუაციის ცენტრში გაატარა.

სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით ჰაიმას გამო ბევრი სახლი დაზიანდა და რამდენიმე რეგიონს წყალი და ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.

ფილიპინებს თავს წელიწადში დაახლოებით 20 ტაიფუნი და ქარიშხალი ატყდება და 2013 წელში ტაიფუნ ჰაიიანის გამო 6 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 4 მილიონი კი უსახლკაროდ დარჩა.


საკვანძო სიტყვები: #ფილიპინები , #ტაიფუნი

მსგავსი ინფორმაციები