მიანმარში ბორანი ჩაიძირა

დაღუპულთა რაოდენობამ 40 კაცს მიაღწია

592890
მიანმარში ბორანი ჩაიძირა

მიანმარიდან მიღებული ცნობებით, გასული კვირის ბოლოს მდინარე ჩინდვინში გადამეტებული ტვირთის გამო ჩაძირულ ბორანზე დაღუპულთა რაოდენობამ 40 კაცს მიაღწია,  მაშველებმა შესძლეს 154 კაცის გადარჩენა, ხოლო დაკარგულად გამოცხადებული 80 კაცის ძებნა კი გრძელდება რა, ამის პარალელურად ავარიის ადგილზე ამწეები და მძიმე ტექნიკა მოიყვანეს, რათა წყლიდან ამოიყვანონ 40 ტონიანი სიმძიმის ეს ბორანი.

ამავე ცნობით მიანმარელმა სამართალდამცავებმა ბორანის ეკიპაჟის კიდევ 4 წევრი დააკავეს. ხელისუფლების განცხადებით ბორანზე 300-მდე კაცი იმყოფებოდა და ისინი რელიგიური ფესტივალიდან ბრუნდებოდნენ რა, მათ უმრავლესობას პედაგოგები, მოსწავლეები და საჯარო მოხელეები წარმოადგენდნენ



მსგავსი ინფორმაციები