გაეროს ახალი გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესია

გაერთიანებული ერების ახალი გენერალური მდივანი პორტუგალიის ყოფილი პრემიერმინისტრი ანტონიო გუტიერესი გახდა

589713
გაეროს ახალი გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერესია

გაერთიანებული ერების ახალი გენერალური მდივანი პორტუგალიის ყოფილი პრემიერმინისტრი ანტონიო გუტიერესი გახდა.

გუტიერესი ამ თანამდებობაზე გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე ერთხმად იქნა არჩეული.

ასამბლეაზე პირველ სიტყვით გამოსვლაში გუტიერესმა ომით დაზარალებული მიგრანტებისათვის მსოფლიოს მიერ გამოჩენილი არასათანადო ყურადღება იყო.

„ტერორიზმისა და პოპულიზმის წინააღმდეგ ვიბრძოლებ, ადამიანის ღირსება ჩემი მუშაობს ცენტრში იქნება“- განაცხადა გაეროს ახალმა გენერალურმა მდივანმა.

გუტიერესმა სირიის პრობლემასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ „მშვიდობისათვის ბრძოლის დროა“.

მისი განცხადებით, სირიის ხალხისათვის მშვიდობის მოსატანად ყველაფერს გააკეთებს რაც შეუძლია. ამასთანავე ქალთა დაცვისა და გაძლიერებისათვისაც იმუშავებს.

ლისაბონში დაბადებული 67 წლის გუტიერესი საინჟინრო და ფიზიკის განყოფილების დასრულების შემდეგ 3 წელი აკადემიურ სფეროში მოღვაწეობდა. გუტიერესი პოლიტიკაში 1974 წელში მოვიდა.

1995-2002 წლებს შორის იგი პორტუგალიის პრემიერმინისტრი გახლდათ, 2005 წლიდან დღემდე კი გაეროს მიგრანტთა საქმეთა უმაღლესი კომისარია.

ანტონიო გუტიერესი თანამდებობას ბან კი მუნისაგან 2017 წლის დასაწყისში გადაიბარებს.

გუტიერესს მისალოცი გზავნილი გაუგზავნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ, რომელშიც იგი კმაყოფილებას გამოხატავს ამ თანამდებობაზე გუტიერესის არჩევის გამო და აღნიშნავს, რომ მზად არის ახალ გენერალურ მდივანს თანამდებობაზე ყოფნის მანძილზე ყველა სახის მხარდაჭერა გაუწიოს.“



მსგავსი ინფორმაციები