გერმანიაში სირიის ომის შესაჩერებლად სპეციალური შეხვედრა გაიმართა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის  ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის თავმჯდომარეობით გამართულ შეხვედრაზე სირიაში არსებული ვითარება განიხილეს

584372
გერმანიაში სირიის ომის შესაჩერებლად სპეციალური შეხვედრა გაიმართა

გერმანიაში, სირიის ომის შესაჩერებლად, სპეციალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც აშშ-ის, იტალიის, საფრანგეთის და ინგლისის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ბერლინში გამართულ „სირიის სპეციალურ შეხვედრას“ მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან ერთად გაეროს სირიის სპეციალური წარმომადგენელი შტეფან დე მისტურაც ესწრებოდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის  ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის თავმჯდომარეობით გამართულ შეხვედრაზე სირიაში არსებული ვითარება განიხილეს. საუბარი შეეხო ასადის ხელისუფლების ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ უმოწყალო თავდასხმებს და ალეპოში 2 მილიონი ადამიანისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხს.

მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოებზე.



მსგავსი ინფორმაციები