ნიცაში ტერაქტის განმხორციელებელის ვინაობა ცნობილია

ოლანდი ნიცაში ჩავიდა

530005
ნიცაში ტერაქტის განმხორციელებელის ვინაობა ცნობილია
nice fransa
Fransa'da terör saldırısı9.jpg
nice fransa
Fransa'da terör saldırısı9.jpg

საფრანგეთის ქალაქ, ნიცაში გუშინ ღამით მომხდარი ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე დაშავებულია და მათ შორის 47-ს მდგომარეობა კრიტიკულია.  დაღუპულებს შორის 10 ბავშვი და ასევე ამერიკის, ინგლისის, სომხეთის და უკრაინის მოქალაქეებიც არიან.  თავდამსხმელი ტერორისტი, რომელის ტრაილერს მართავდა, პოლიციის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ლიკვიდირებული იქნა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და შიშობენ რომ, შეიძლება სხვა თავდასხმაც განხორციელდეს. ტრაილერში უამრავი იარაღი და საბრძოლო მასალები იქნა აღმოჩენილი. ქალაქში მოსახლეობა დიდ პანიკაშია. მომხდარის შემდეგ პოლიცია მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. თავდამსხმელის ვინაობაც ცნობილი გახდა. იგი   წარმოშობით ტუნისელი, საფრანგეთის მოქალაქე  მუჰამედ ლაჰუაიეჯ ბუჰლელია. საფრანგეთის დაზვერვის  10 ათას კაციან რადიკალთა სიაში,  ბუჰლელის სახელი არ ფიგურირებდა.

მომხდარის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი შვებულებიდან პარიზში დაბრუნდა და  უშიშროების საბჭო მოიწვია. შემდეგ კი ელისეის სასახლიდან ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ საფრანგეთი კიდევ ერთხელ დადგა საზარელი ტერორის წინაშე. მან ასევე განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდნენ.  ოლანდი შემდეგ ნიცაში ჩავიდა და  ადგილის მონახულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა: „ეს პირდაპირ საფრანგეთის მიმართ განხორციელებული  თავდასხმაა. მომხდარის შემდეგ გამართულ უშიშროების საბჭოზე მომხდარის შედეგები გავაანალიზეთ და თუ რატომ მაინც და მაინც 14 ივლისი იქნა შერჩეული ამ ტერაქტისთვის,  ისიც განვიხილეთ. მომხდარის შემდეგ 84 ადამიანი დაიღუპა და ასევე 50-ს მდგომარეობა მძიმეა.   ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველთვის გავაგრძელებთ. მსოფლიომ კარგად იცის, რომ საფრანგეთი ტერორიზმზე და ტერორისტებზე უფრო ძლიერი ქვეყანაა,“ აღნიშნა ოლანდმა. ტერაქტის შემდეგ  ქვეყნის პრემიერმინისტრი მანუელ ვალსმა  კამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა და განაცხადა: „საფრანგეთი ტერორით ცხოვრებას უნდა შეეგუოს, ჩვენ ერთად დგომა გვესაჭიროება. სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა, მაგრამ ამასაც გადავლახავთ და  ტერორს არ ჩავბარდებით.“   ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით კიდევ გაგრძელდა.



მსგავსი ინფორმაციები