მორიგი ტერაქტი საფრანგეთში

ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა

529656
მორიგი ტერაქტი საფრანგეთში
fransa saldırı2.jpg
fransa saldırı1.jpg

საფრანგეთის ქალაქ, ნიცაში გუშინ ღამით მომხდარი ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე დაშავებულია და მათ შორის 47-ს მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელი ტერორისტი, რომელის ტრაილერს მართავდა, პოლიციის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ლიკვიდირებული იქნა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და შიშობენ რომ, შეიძლება სხვა თავდასხმაც განხორციელდეს. ტრაილერში უამრავი იარაღი და საბრძოლო მასალები იქნა აღმოჩენილი. ქალაქში მოსახლეობა დიდ პანიკაშია. მომხდარის შემდეგ პოლიცია მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. თავდამსხმელის ვინაობაც ცნობილი გახდა. იგი   წარმოშობით ტუნისელი, საფრანგეთის მოქალაქეა. მომხდარის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი შვებულებიდან პარიზში დაბრუნდა და  უშიშროების საბჭო მოიწვია. შემდეგ კი ელისეის სასახლიდან ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ საფრანგეთი კიდევ ერთხელ დადგა საზარელი ტერორის წინაშე. მან ასევე განაცხადა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ახალ ეტაპზე უნდა გადავიდნენ. ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით კიდევ გაგრძელდა.



მსგავსი ინფორმაციები