შვედეთში დაწვეს სკოლა, სადაც მუსლიმანი ბავშვები სწავლობდნენ

ხანძარი წარმოიქმნა შუა ღამისას, პოლიციას ხელთ აქვს განგებ  დაწვის შესახებ მტკიცებულებები

518543
შვედეთში დაწვეს სკოლა, სადაც მუსლიმანი ბავშვები სწავლობდნენ

შვედეთის ქალაქ ვექშეში ხანძარი წარმოიქმნა კერძო სკოლაში, სადაც მუსლიმანი ბავშვები სწავლობდნენ. პოლიცია გამოთქვამს ეჭვს ხანძრის განგებ გაჩენაზე.

შვედეთის სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ხსენებულ კერძო სკოლაში, ხანძარი წარმოიქმნა შუა ღამისას, პოლიციას ხელთ აქვს განგებ  დაწვის შესახებ მტკიცებულებები, რასაც უფრო დეტალურად გამოიკვლევს.

25 მეხანძრის დიდი მცდელობის მიუხედავად, ხანძრის კონტროლში მოქცევა შესაძლებელი გახდა მხოლოდ სამი საათის შემდეგ.  

ტელევიზიისთვის გავრცელებულ განცხადებაში სკოლის დირექტორმა ისმაილ აბდუჰელალმა განაცხადა რომ შეიტყვეს, როგორ წაუკიდა ცეცხლი სკოლას ორმა ახლაგაზრდამ და გაიქცნენ. ამას დააზუსტებს პოლიცია. მართალია ადგილი არა აქვს მსხვერპლს, მაგრამ დიდია ზარალი.



მსგავსი ინფორმაციები