რეფერენდუმმა კამერონს გადადგომის გადაწყვეტილება მიაღებინა

ოქტომბერში ინგლისს ახალი პრემიერი ეყოლება

517331
რეფერენდუმმა კამერონს გადადგომის გადაწყვეტილება მიაღებინა

როგორც ცნობილია ინგლისის პრემიერი ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო და რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლის მხარდამჭერების გამარჯვების შემდეგ პრემიერობიდან გადაგომის გადაწყვეტილება მიიღო რა, ამ გადაწყვეტილებას იგი ოქტომბერში შეასრულებს, ხოლო მანამდე კი ახალი ლიდერის გამოვლენაზე იზრუნებენ.

“ჩვენ პატივი უნდა ვცეთ რეფერენდუმის შედეგებს, თუმცა, ევროკავშირიდან გასვლის მომწესრიგებელი დებულების 50-ე მუხლს დაუყონებლივ არ განვახორციელებთ“, განაცხადა კამერონმა და დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთის ახალი გზით წაყვანას ახალი კაპიტანი სჭირდება და მას მმართველი პარტია ოქტომბრის ყრილობაზე აირჩევს.

დღეს კამერონ-ობამას შორის სატელეფონო საუბარი უნდა შესდგეს.

ინგლისის ევროკავშირიდან გასვლას მინიმუმი 2 წელი მაინც დასჭირდება



მსგავსი ინფორმაციები