ფრანგმა მინისტრმა პილოტებს მოუწოდა 11-14 ივნისს დაგეგმილი გაფიცვა გადადონ

საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა მისი ქვეყნის მიერ ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის გამო პილოტებს მოუწოდა 11-14 ივნისს დაგეგმილი გაფიცვა გადადონ, რკინიგზის თანამშრომლებს კი სთხოვა გაფიცვა შეწყვიტონ

504064
ფრანგმა მინისტრმა პილოტებს მოუწოდა 11-14 ივნისს დაგეგმილი გაფიცვა გადადონ

საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ალან ვიდალიმ მისი ქვეყნის მიერ ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის გამო პილოტებს მოუწოდა 11-14 ივნისს დაგეგმილი გაფიცვა გადადონ, რკინიგზის თანამშრომლებს კი სთხოვა გაფიცვა შეწყვიტონ.

მინისტრის განცხადებით, ამგვარი მნიშვნელოვანი ღონისძიების დროს ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომელთა გაფიცვა „უპასუხისმგებლობაა“ და დაამატა: „საფრანგეთი ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს. ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატი მსოფლიოს სიდიდით მესამე ღონისძიებაა და ყველამ ამ ღონისძიების წარმატებით ჩატარებისათვის უნდა იმუშაოს.“

ევრო 2016-ზე დასასწრებად, რომელსაც საფრანგეთი 10 ივნისიდან 10 ივლისამდე უმასპინძლებს, ევროპის ქვეყნების თაოსნობით მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან დაახლოებით 2,5 მილიონი ფეხბურთის მოყვარულის ჩასვლას ელოდებიან.

შრომის კანონპროექტი, რომელიც საფრანგეთში გაფიცვების დიდი ტალღის მიზეზი გახდა, მარტიდან დღემდე ქვეყანაში ყველაზე საკამათო საკითხია.    

პარლამენტში წარდგენის დღიდან პროფკავშირებსა და მთავრობას შორის დაძაბულობამ ბოლო 2 კვირის მანძილზე საფრანგეთის თითქმის პარალიზება გამოიწვია.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ყოველდღიური სამუშაო დრო მაქსიმუმ 10 საათი 12 საათამდე გაიზრდება, შესაძლებელი გახდება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მომთხოვნი დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, ნახევარ განაკვეთზე მომუშავეთა ყოველ კვირეული მინიმალური 24 საათიანი სამუშაო დრო შემცირდება და ზეგანაკვეთზე უფრო ნაკლები ხელფასის გადახდა გახდება შესაძლებელი.

პროფკავშირები და მუშათა გაერთიანებები მთავრობის მიერ კანონპროექტის უკან გატანას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ უკან არ დაიხევენ.

კანონპროექტი სენატში 8 ივნისს შევა. პროფკავშირები ამ თარიღამდე მთავრობაზე ზეწოლის განხორციელებას გეგმავენ.      


საკვანძო სიტყვები: #საფრანგეთი , #გაფიცვა

მსგავსი ინფორმაციები