დეაშის სამიზნეებზე ოპერაცია ჩატარდა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და კოალიციის თვითმფრინავებმა სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია დეაშის სამიზნეებზე ოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც დეაში 14 წევრი იქნა ლიკვიდირებული

503919
დეაშის სამიზნეებზე ოპერაცია ჩატარდა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა და კოალიციის თვითმფრინავებმა სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია დეაშის სამიზნეებზე ოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც დეაში 14 წევრი იქნა ლიკვიდირებული.

გაერთიანებულ შტაბში გაკეთებული განცხადების მიხედვით, სირიიდან თურქეთის მიმართულებით ცეცხლის გახსნისათვის მზადებაში მყოფი დეაშის 11 სამიზნეს ჰაუბიცა ფირტინადან და მძიმე შეიარაღებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

კოალიციის  თვითმფრინავებმა კი დეაშის სამიზნეზე 9 რაკეტა ჩამოაგდეს.

ოპერაციის დროს დეაშის 14 წევრი ლიკვიდირებული იქნა, ტერორგანიზაციის შეიარაღებული ტრანსპორტი, ცეცხლის გასახსნელად მომზადებული სარაკეტო დანადგარი და გამაგრებული 3 თავდაცვის შენობა გაანადგურეს.


საკვანძო სიტყვები: #დეაში , #ოპერაცია

მსგავსი ინფორმაციები