საპროტესტო აქციებს Air France-ს პილოტებიც შეუერთდნენ

საფრანგეთში შრომის კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს Air France-ს პილოტებიც შეუერთდნენ

503181
საპროტესტო აქციებს Air France-ს პილოტებიც შეუერთდნენ

საფრანგეთში შრომის კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს Air France-ს პილოტებიც შეუერთდნენ.

პილოტების სამი ყველაზე დიდი პროფკავშირის SNPL, Spaf და Alter-ის განცხადებით, 11-დან 14 ივნისამდე გაფიცვას მოაწყობენ.

გაფიცვა, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს 10 ივნისს დასაწყები ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატისათვის ქვეყანაში ჩასვლის მსურველ ტურისტებზე.

რკინიგზის (SNCF) თანამშრომლების მიერ 31 მაისს მიღებული გაფიცვის გადაწყვეტილება გრძელდება.

SUD-rail-ს პროფკავშირის განცხადების მიხედვით, სხვადასხვა პროფკავშირთა წარმომადგენლების შეხვედრაზე გაფიცვის გაგრძელების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

გაფიცვა, სავარაუდოდ, საქალაქთაშორისო, რეგიონალურ და ქალაქგარე მატარებლის რეისებზე იმოქმედებს და ზოგიერთი რეისი 50%-ით შეფერხდება.     

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის რკინიგზის თანამშრომლებმა 31 მაისს უვადო გაფიცვა დაიწყეს, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ქალაქგარე, საქალაქთაშორისო ასევე იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში მიმავალ მატარებლის რეისებზე.

ქვეყნის ყველაზე დიდმა მუშათა პროფკავშირების კონფედერაციის CGT-ს წარმომადგენელმა გუშინწინ აღნიშნა, რომ 19 ბირთვულ სადგურსა და ენერგო სექტორში გაფიცვის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს. განცხადებაში გაკეთდა მოწოდება 19 ბირთვულ სადგურზე წარმოება შემცირდეს ან სრულად შეწყდეს და ასევე მოხდეს ქარის ენერგიის ბაზებზეც.

ბირთვულ სადგურებზე დაწყებული გაფიცვის გამო ქვეყნის დასავლეთში 125 ათასი ოჯახი გუშინ ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩა.

შრომის კანონპროექტი, რომელიც საფრანგეთში გაფიცვების დიდი ტალღის მიზეზი გახდა, მარტიდან დღემდე ქვეყანაში ყველაზე საკამათო საკითხია.    

პარლამენტში წარდგენის დღიდან პროფკავშირებსა და მთავრობას შორის დაძაბულობამ ბოლო 2 კვირის მანძილზე საფრანგეთის თითქმის პარალიზება გამოიწვია.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში ყოველდღიური სამუშაო დრო მაქსიმუმ 10 საათი 12 საათამდე გაიზრდება, შესაძლებელი გახდება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მომთხოვნი დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, ნახევარ განაკვეთზე მომუშავეთა ყოველ კვირეული მინიმალური 24 საათიანი სამუშაო დრო შემცირდება და ზეგანაკვეთზე უფრო ნაკლები ხელფასის გადახდა გახდება შესაძლებელი.

პროფკავშირები და მუშათა გაერთიანებები მთავრობის მიერ კანონპროექტის უკან გატანას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ უკან არ დაიხევენ.

კანონპროექტი სენატში 8 ივნისს შევა. პროფკავშირები ამ თარიღამდე მთავრობაზე ზეწოლის განხორციელებას გეგმავენ.            



მსგავსი ინფორმაციები