ევროკავშირის მწვავე რეაქცის რუსეთის მიმართ

ევროკავშირმა, მწვავე რეაქცია გამოთქვა რუსეთის ანექსირებულ ყირიმში, თათრული ეროვნული ასამბლეის საქმიანობის აკრძალვის და ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეტანის მიმართ

479288
ევროკავშირის მწვავე რეაქცის რუსეთის მიმართ

ევროკავშირმა, რუსეთის ანექსირებულ ყირიმში, თათრული ეროვნული ასამბლეის საქმიანობის აკრძალვის და ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეტანის მიმართ, მწვავე რეაქცია გამოთქვა.

ევროკავშირის საზღვარგარეთთან ურთიერთობის და უსაფრთხოების უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგჰერენის ოფისიდან გავრცელებული განცხადებით, "ეწ. ყირიმის უზენაესი სასამართლოს საქმიანობის აკრძალვა და ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეტანა, ეს არის მთელი ყირიმელი თათრების უფლებების წინააღმდეგ მიმართული, სერიოზული თავდასხმა.

იგი მოასწავებს, 2014 წლიდან, ამ ტერიტორიების რუსეთის მხრიდან უკანონოდ ანექსირების დაწყებიდან, ყირიმის ნახევარკუნძულზე, ადამიანის უფლებების საკითხში არსებულ უარყოფით მოვლენებზე რასაც ემატება უმცირესობებზე განხორციელებული ტანჯვა.

განცხადებაში, საჭიროდ იქნა მიჩნეული, საერთაშორისო იურისდიქციის ფარგლებში, ყველანაირი ვალდებულებების დაცვით, დაუგვიანებლად, საერთაშორისო ადამიანის უფლებების  უზრუნველყოფა.

რუსეთის, ყირიმში გამწესებული პროკურორის ნატალია პოკლონსკაიას, ყირიმის თათრული ეროვნული მეჯლისის საქმიანობის აკრძალვის და ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეტანისთვის გახსნილი სარჩელის გუშინდელი მოსმენით, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება ყირიმელი თათრების ეროვნული მეჯლისი შეტანილ იქნეს ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში და აიკრძალოს მისი საქმიანობა.



მსგავსი ინფორმაციები