კოლიბალისათვის იარაღის მიწოდებაში ეჭვმიტანილი დონივი ესპანეთში დააკავეს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 2015 წლის იანვარში ებრაელთა კუთვნილ მარკეტში 5 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ტერორისტის ამედი კოლიბალისათვის იარაღის მიწოდებაში ეჭვმიტანილი საფრანგეთის მოქალაქე ანტუან დონივი ესპანეთში დააკავეს

470715
კოლიბალისათვის იარაღის მიწოდებაში ეჭვმიტანილი დონივი ესპანეთში დააკავეს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 2015 წლის იანვარში ებრაელთა კუთვნილ მარკეტში 5 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ტერორისტის ამედი კოლიბალისათვის იარაღის მიწოდებაში ეჭვმიტანილი საფრანგეთის მოქალაქე ანტუან დონივი ესპანეთში დააკავეს.

27 წლის ეჭვმიტანილი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, ქალაქ მალაგას ახლოა ერთ-ერთ დაბაში ოპერაციის დროს იარაღის კონტრაბანდაში ეჭვმიტანილ ორ სერბთან ერთად დააკავეს.

სახლში, სადაც ოპერაცია ჩატარდა, დიდი რაოდენობით ყალბი პირადობის მოწმობები, პასპორტები და დოკუმენტები იქნა აღმოჩენილი.

ეჭვმიტანილი მადრიდის ეროვნულ სასამართლოში გადაიყვანეს.



მსგავსი ინფორმაციები