აზერბაიჯანელმა თურქებმა გააპროტესტეს სომხეთი

თეთრი სახლის წინ, ხელში აზერბაიჯანული და თურქული დროშებით შეკრებილ აქციონერებს ზოგიერთმა ამერიკელმაც დაუჭირა მხარი

466950
აზერბაიჯანელმა თურქებმა გააპროტესტეს სომხეთი

აშშ-ში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა თურქებმა გააპროტესტეს სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაცია. თეთრი სახლის წინ, ხელში აზერბაიჯანული და თურქული დროშებით შეკრებილ აქციონერებს ზოგიერთმა ამერიკელმაც დაუჭირა მხარი. გაავრცელეს წერილობითი ლოზუნგები:-„სომეხი ჯარისკაცები, ქალების ნამუსის ამხდელი და მწამებელი ჯალათები“, „ამხედრდით აზერბაიჯანის უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგ“, „სომხეთი, ეთნიკური წმენდის დამნაშავე“.

აზერბაიჯანის დიასპორის წარმომადგენლის ზაურ ბაირამლის გავრცელებულ განცხადებაში გამოიკვეთა წლების განმავლობაში სომხების მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაცია.

საერთაშორისო თანამეგობრობისადმი გამოითქვა მოწოდება ხმა აღიმაღლონ ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლებისთვის.

განცხადებაში აღინიშნა:-„მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელი მხოლოდ ერთი გზით, სომხეთმა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები. სწორედ, ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ყარაბაღის სტატუსის შესახებ დებატები. სომხეთის თავდასხმის გასაპროტესტებლად შევიკრიბეთ თეთრი სახლის წინ, გვსურს მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი სამართლიანი ხმა. ჩვენი მესიჯია პრობლემის სამართლიანი გზით გადაწყვეტა. განცხადების შემდეგ აქციონერები დაიშალნენ.



მსგავსი ინფორმაციები