თურქეთის ავია ხაზებმა ლიზი მერსის ბოლო სურვილი შეუსრულა

თურქეთის ავია ხაზებმა ლიზი მერსის ბოლო სურვილი შეუსრულა

466390
თურქეთის ავია ხაზებმა ლიზი მერსის ბოლო სურვილი შეუსრულა

აშშ-ში მცხოვრებ ხუთი წლის ლიზი მერსის, რომელიც ავადმყოფობის გამო მალე მხედველობას დაკარგავს, ბოლო სურვილი აუსრულა. ლიზის ბოლო სურვილი პაპა ფრანცისკეთან შეხვედრა იყო. მისი ეს სურვილი კი თურქეთის ავია ხაზების (THY) ინიციატივით შესრულდა და პატარა ლიზი ვატიკანში პაპს შეხვდა. პაპმა ლიზისთან შეხვედრისას მას ხელები თვალებზე შეახო და დალოცა. თურქეთის ავია ხაზებმა ლიზი და მისი ოჯახი აშშ-დან ვატიკანში უფასოდ ჩაიყვანა და პაპს შეახვედრა. ლიზის მამამ თურქეთის ავიახაზებს ასეთი კეთილი საქმისათვის მადლობა გადაუხადა. პატარა ლიზი აშშ-ს ოჰაიოს შტატში დაიბადა, სადაც ყოველი 100 ათასი ბავშვიდან 4 უსერის სინდრომითაა დაავადებული, რაც 7 წლამდე მხედველობის დაკარგვას იწვევს.



მსგავსი ინფორმაციები