პარიზის ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი დაკავებულია

პარიზში განხორციელებული ტერაქტში ეჭვმიტანილი სალიჰ აბდუსსელამი ბელგიაში დააკავეს

453847
პარიზის ტერაქტის მთავარი ეჭვმიტანილი დაკავებულია

გასული წლის 14 ნოემბერს პარიზში განხორციელებული ტერაქტში ეჭვმიტანილი სალიჰ აბდუსსელამი ბელგიაში დააკავეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და ბელგიის პრემიერმინისტრმა ჩარლზ მიშელმა აბდუსსელამის დაკავების შესაებ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ბელგიის პრემიერის თქმით მისი დაკავება მოლემბიკის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციით მოხდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა კი აბდუსსელამის მათზე გადაცემის პროცედურის დაჩქარება მოითხოვა და დღეისათის უშიშროების საბჭოც მოიწვია. ამ ფაქტს აშშ-ს პრეზიდენტი, ბარაკ ობამაც გამოეხმაურა რა, ოლანდს და ჩარლზ მიშელს წარმატებული ოპერაცია მიულოცა. ამ პოერაციის შესახებ ასევე ბელგიის პროკურატურამაც გამართა პრესკონფერენცია და აღნიშნა, რომ აბდუსსელამთან ერთად კიდევ ხუთი პირი იქნა დაკავებული. სალიჰ აბდუსსელამი პარიზში განხოციელებული ტერაქტის რომლის შედეგადაც 130 ადამიანის დაიღუპა მთავარი ეჭვმიტანილი პირი გახლდათ.



მსგავსი ინფორმაციები