მუსონური წვიმები პაკისტანში

მეწყერის შედეგად დაინგრა ქვანახშირის საბადო და დაიღუპა 7 მეშახტე, დაშავდა 10-ი

450343
მუსონური წვიმები პაკისტანში

პაკისტანში, მუსონური წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის და მეწყერის გამო, დაღუპულთა რაოდენობა 42-დე გაიზარდა.

ხუთი დღის განმავლობაში, გავლენიანი თავსხმა წვიმების გამო, დაშავდა 70 ადამიანი.

ყველაზე მეტი ზარალი განიცადეს ბელუჯისტანის და ჰაიბერის პროვინციებმა. 75 სახლი გამოუსადეგარი გახდა.

სიკვდილინობა უმეტესად ხსენებულ რეგიონებში, დანგრეული სახლების ნანგრევებში მოყოლამ გამოიწვია. ორაქზაის რეგიონში კი, მეწყერის შედეგად დაინგრა ქვანახშირის საბადო და დაიღუპა 7 მეშახტე, დაშავდა 10-ი.

ამ სახელმწიფოში გასულ წელს, ზაფხულის მუსონური წვიმებით გამოწვეულ ნიაღვრებში, დაღუპული იყო 81 ადამიანი.



მსგავსი ინფორმაციები