კერიმ რუსეთი გააკრიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ შეშფოთებულები არიან იმ დანაკარგებით, რაც სირიაში რუსეთის საჰაერო თავდასხმებმა გამოიწვია

437186
კერიმ რუსეთი გააკრიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ შეშფოთებულები არიან იმ დანაკარგებით, რაც სირიაში რუსეთის საჰაერო თავდასხმებმა გამოიწვია.

კერიმ ყველა მხარეს კიდევ ერთხელ მოუწოდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, რათა სირიაში არ მოხდეს მშვიდობიან მოსახლეობაში დანაკარგები. მისივე თქმით, ამ კუთხით ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ასადის რეჟიმსა და მის მხარდამჭერებს ეკისრებათ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, სირიაში მიმდინარე მოვლენებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობების თაობაზე სატელეფონო საუბრის დროს ამერიკელმა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სირიაში ე. წ. „მტრობის შეჩერების“ პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.

მინისტრებმა, სირიაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად შექმნილ გაეროს მისიის ჟენევის სამუშაოებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ალყაში მყოფ ზოგიერთ რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სამუშაოები „იმედი მომცემია“.

კერიმ და ლავროვმა ასევე ისაუბრეს იმაზე, თუ რა სახის სამუშაოები უნდა ჩატარდეს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ხაზაროვამ აღნიშნა, რომ აღნიშნული საუბრის დროს განხილულ დეტალებზე ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს პუტინს და ამერიკის პრეზიდენტს ობამას მიაწოდეს.



მსგავსი ინფორმაციები