ბოზქირის შეხვედრა ბრიუსელში

ბოზქირმა, ბრიუსელში, თურქ სათვისტომოებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ წარმატებით მიმდინარეობს ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა და ახლო ხანებში რეგიონი მთლად გაიწმინდება ტერორისტებისგან

427525
ბოზქირის შეხვედრა ბრიუსელში

ევროკავშირში ინტეგრაციის მინისტრმა და მთავარმა მიმომხილველმა ვოლქან ბოზქირმა, ბრიუსელში, თურქ სათვისტომოებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ წარმატებით მიმდინარეობს ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა და ახლო ხანებში რეგიონი მთლად გაიწმინდება ტერორისტებისგან.

შეხვედრაზე, ბოზქირმა შეფასება მისცა მიმდინარე ვითარებას. აღნიშნა, რომ კვლავ გაგრძელდება ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა. ოპერაციების დასრულების შემდეგ ძალაში შევა სოციალ-ეკონომიკური დახმარების პროგრამა.

მთავრობა ასრულებს ევროპელი თურქებისთვის გამოთქმულ წინაასარჩევნო დაპირებებს და ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს საკანონმდებლო პროცესში.

ევროკავშირში ინტეგრაციის მინისტრი და მთავარი მიმომხილველი ვოლქან ბოზქირი, ბრიუსელის ვიზიტის პროცესში, მთელ რიგ შეხვედრებს ჩაატარებს ევრო კომისიაში.



მსგავსი ინფორმაციები