ბან კი მუნმა პარიზის ტერაქტის შესახებ განცხადება გააკეთა

ბან კი მუნმა პარიზის ტერაქტის შესახებ განცხადება გააკეთა

418726
ბან კი მუნმა პარიზის ტერაქტის შესახებ განცხადება გააკეთა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ იგი მუსლიმი მოსახლეობის და მიგრანტების მიმართ ფრანგებისგან შესაძლო საპასუხო ქმედებების გამო შიშს გამოთქვამს. მან ასევე დასძინა, რომ მსგავსი ქმედებები საზოგადოებაში გარიყვას გამოიწვევს. მან ეს განცხადება გაეროს უშიშროების საბჭოზე გააკეთა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორი მსოფლიო საშიშროებაა. ”რუსული თვთფრინავის ჩამოგდება, პარიზში, ბეირუთში, ბაღდადში და სხვა რეგიონებში ტერორგანიზაცია DEAŞ-ის მიერ განხორციელებული ტერაქტები დღითიდღე მატულობს, მაგრამ მათ მიერ განხორციელებულ თავდასხმებს არანაირი გამართლება არ აქვს”, განაცხადა ბან კი მუნმა. მან ასევე ანტალიაში გამართული დიდი ოცეულის სამიტზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ანტალიის სამიტზე ტერორიზმის წინააღმდეგ მსოფლიო ლიდერების ერთად დგომამ მასში დიდი კმაყოფილება გამოიწვია. ბან კი მუნმა ასევე აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედებაა საჭირო და ის, ვინც მათ ნებისმიერი სახის დახმარებას უწევს, სამართლის წინაშე უნდა იქნეს წარდგენილი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები