სირიის კრიზისთან დაკავშირებით ირანიც მიიწვიეს

სირიის კრიზისთან დაკავშირებით ირანიც მიიწვიეს

402301
სირიის კრიზისთან დაკავშირებით ირანიც მიიწვიეს

სირიაში ოთხი წელის მანძილზე მიმდინარე სამოქალაქო ომის კრიზისიდან გამოსვლისთვის შეკრებილმა საერთაშორისო საზოგადოებამ შეხვედრაზე ირანიც მიიწვია. აღნიშნული მიწვევა რუსეთის მხრიდან იქნა გაკეთებული, მაგრამ თეირანის მხრიდან ჯერ პასუხი არ მიუღიათ. სირიის საკითხთან დაკავშირებით ბოლო საერთაშორისო შეხვედრა 23 ოქტომბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში თურქეთის, აშშ-ს, რუსეთის და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაიმართა. მომდევნო შეხვედრა კი ხვალ ისევ ვენაში უნდა გაიმართოს. მას წინა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ერთად გერმანიის, ინგლისის, საფრანგეთის, იორდანიის და არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. აშშ-ს მთავრობა სირიის საკითხთან დაკავშირებით ირანის მიწვევას ადრეც ემხრობოდა, მაგრამ საუდის არაბეთის და ზოგიერთი სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებოდნენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები