შვედეთში თავშესაფრის მაძიებელთა მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

შვედეთში თავშესაფრის მაძიებელთა მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

375843
შვედეთში თავშესაფრის მაძიებელთა მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

დედაქალაქ სტოკჰოლმში ათასობით ადამიანმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა კარი გაუხსნან თავშესაფრის მაძიებელ ადამიანებს.

დემონსტრაციაზე შეკრებილმა 15 ათასამდე ადამიანმა დევნილთა ბანაკებში არსებული პირობები და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკა გააპროტესტა.

აქციას ესწრებოდნენ შვედეთის პრემიერი შტეფან ლოფვენი, მინისტრები, მრავალი პოლიტიკოსი, ხელოვანი და მეცნიერი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

შვედეთის პრემიერმა ევროპას მოუწოდა დევნილთა შესაკავებლად თავი დაანებოს კედლების შენებას და პასუხისმგებლობა აიღოს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები