აშშ ირანის ბირთვული სადგურების შემოწმების საკითხში ნდობას უცხადე

აშშ ირანის ბირთვული სადგურების შემოწმების საკითხში ნდობას უცხადებენ აესს-ს

335759
აშშ ირანის ბირთვული სადგურების შემოწმების საკითხში ნდობას უცხადე

აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ირანიბირთვული სადგურების შემოწმების საკითხში სრულ ნდობას უცხადებენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და ირანს შორის ხელმოსაწერი საიდუმლო ხელშეკრულების პროექტის მედიაში გაჟონვის შემდეგ მსოფლიო საზოგადოების ყურადღება პერჩინის ბირთვულ სადგურზე გადავიდა, სადაც არსებობს ვარაუდები, რომ ბირთვულ იარაღს ამზადებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ პერჩინის ბირთვულ სადგურზე კონტროლის ირანელი სპეციალისტების მხრიდან შესაძლო ჩატარების თაობაზე დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის და ინგლისის და გერმანიისაგან შემდგარ P5+1, სააგენტოსა და ირანს შორის შეთანხმებაზე თავიდან მოლაპარაკებას ვერ გამართავს და აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა.

კირბის განცხადებით, ვაშინგტონი ბირთვული სადგურების შემოწმების საკითზე სააგენტოს ენდობა და დარწმუნებულები არიან, რომ სააგენტო ირანის მიერ ბირთვული იარაღის დამზადების მასშტაბების მიღწევას ხელს შეუშლის.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები