ლიბიიდან იტალიაში მიმავალი მიგრანტების გემი ჩაიძირა

მაშველებმა 400-მდე კაცის გადარჩენა შესძლეს

317427
ლიბიიდან იტალიაში მიმავალი მიგრანტების გემი ჩაიძირა


კიდევ 1 ტრაგედია დატრიალდა ხმელთაშუაზღვაში. ლიბიიდან იტალიაში მიმავალი მიგრანტებით სავსე მეთევზეთა გემი გადაბრუნდა და ჩაიძირა, თუმცა გემის კაპიტანმა ჩაძირვამდე შესძლო იტალიური გემებისათვის დახმარების მესიჯის გაგზავნა.

ტრაგედიის ადგილზე მისულმა ორმა იტალიურმა გემმა სამაშველო საქმიანობა დაიწყო და მათ შემდეგ გვერდში ამოუდგათ იმ რეგიონთან ახლოს მდებარე ილანდიური გემიც.

მოკლედ, სავარაუდოდ 600-მდე მიგრანტიდან 400-მდის გადარჩენა შესძლეს, 25 კაცის გვამს მიაგნეს, ხოლო დანარჩენების ძიება კი გრძელდება.

მიმდინარე წელს ხმელთაშუა ზღვაში 2 ათასამდე მიგრანტი დაიღუპა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები