ნილოსში გემები შეეჯახნენ ერთმანეთს

დაიღუპა 15 კაცი

384143
ნილოსში გემები შეეჯახნენ ერთმანეთს


ეგვიპტიდან გავრცელებული ინფორმაციებით დედაქალაქ კაიროს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ნილოსში ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო გემი შეეჯახნენ, რის შედეგადაც გემზე მყოფი 25 მგზავრიდან სულ ცოტა 15 კაცი დაიღუპა.

მაშველებმა შესძლეს 6 მგზავრის გადარჩენა, ხოლო 4 დაკარგულის ძებნა კი გრძელდება.

ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა და მის ფარგლებში სატვირთო გემის კაპიტანი და მისი თანაშემწე დააკავეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები