ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა

ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა

2153663
ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, 2023 წლის 7 ოქტომბერს შემდეგ საგანგებოდ ჩამოყალიბებული, ექვსწევრიანი ომის კაბინეტი დაითხოვა.

ისრაელის პრესის ცნობით, ნეთანიაჰუმ მინისტრთა საბჭოს ყოველკვირეული შეხვედრის შემდეგ შეფასებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ომის კაბინეტი დაითხოვა.

მისივე თქმით, ბენი განცის ამჟამინდელი ომის კაბინეტიდან წასვლის შემდეგ, ახალი კაბინეტი არ შეიქმნება. ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ომის კაბინეტი შეიქმნა განცის თხოვნით და რომ მისი გადადგომის შემდეგ კაბინეტის საჭიროება არ არსებობდა.

ცნობისათვის, ომის კაბინეტის წევრმა განცმა 9 ივნისს გამოაცხადა გადადგომის შესახებ.



მსგავსი ინფორმაციები