UNİCEF-მა შემაშფოთებელი ანგარიში გამოაქვეყნა

UNİCEF-მა შემაშფოთებელი ანგარიში გამოაქვეყნა

310685
UNİCEF-მა შემაშფოთებელი ანგარიში გამოაქვეყნა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდმა UNİCEF-მა სამხრეთ სუდანის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მაისში შეტაკებების შედეგად 129 ბავშვი დაიღუპა. UNİCEF-მა მხარეებს მოუწოდა „სასწრაფოდ შეწყდეს ძალადობა უდანაშაულოების წინააღმდეგ“, სამხრეთ სუდანმა კი ეჭვი შეიტანა ანგარიშის სისწორეში.

სამხრეთ სუდანის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა მოწოდება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყოს ფართომასშტაბიანი გამოძიება.

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტის სალვა კიირ მაიარდიტის მიერ 2013 წლის 16 დეკემბერს ყოფილი მოადგილის რიკ მაჩერის გადატრიალების მცდელობაში დადანაშაულების შემდეგ ქვეყანაში შეტაკებები დაიწყო. სამთავრობო შენაერთებსა და მაჩერის მხარდამჭერ ჯგუფებს შორის ბრძოლები მიმდინარეობს, რის შედეგადაც 10 ათასობით ადამიანი დაიღუპა, 2 მილიონი ადამიანი კი ქვეყნის შიგნით დევნილად იქცა ან სამშობლო დატოვა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები