ბალტიმორში საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება

ქალაქში კომენდატის საათის მიუხედავად აქციები მაინც მიმდინარეობს

259372
ბალტიმორში საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება

აშშ-ს ქალაქ ბალტიმორში ფერადკანიანების მიმართ პოლიციის მიერ ძალადობის ფაქტების გამო საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება.
ღამით გამოცხადებული კომენდატის საათის მიუხედავად საპროტესტო აქციები მაინც მიმდინარეობს. პოლიციამ კი ბოლო აქციის დროს ორი პირი დააკავა.

ორი კვირის წინ დაკავებულ ფერადკანიანის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე 28 აპრილიდან მოყოლებული ბალტიმორში ერთი კვირით საღამოს ათი საათიდან კომენდატის საათად იქნა გამოცხადებული.

25 წლის ფერადკანიანი ფრედი გრეისის მკვლელობაში ბრალდებულ ექვს პოლიციელის მიმართ ადამიანის მკვლელობის ბრალდებით სასამართლოში სარჩელი იქნა შეტანილი.
ბალტიმორში ამჯამად მიმდინარე საპროტესტო აქციები 1968 წლის შემდეგ გამართული ყველაზე ხალხმრავალი აქციად არის მიჩნეული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები