ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებზე შეთანხმება მიღწეულია

შეთანხმების საბოლოო ტექსტი 30 ივნისს უნდა დასრულდეს

223586
ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებზე შეთანხმება მიღწეულია


ირანსა და P5+1 ქვეყნებს შორის ბირთვული მოლაპარაკებების ძირითად პარამეტრებზე შეთანხმდნენ.
ირანმა სანქციების გაუქმების შემთხვევაში ბირთვული იარაღის შემცირებაზე თანხმობა განაცხადა და მის ფარგლებში ცენტრიფუგების რაოდენობა 19 ათასიდან 6 ათასამდე უნდა დაიყვანოს.

ფორდის ურანიუმის სადგური ღიად უნდა დარჩეს და იგი მხოლოდ კვლევების ჩასატარებალად უნდა იქნას გამოყენებული.
ევროკავშირის უმაღლესი წარომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით ახალი რეაქტორების დიზაინებიც უნდა შეიცვალოს და მათ ურანიუმი არ უნდა აწარმოონ.
ირანი თუ ამ შეთანხმების დეტალების მიხედვით იმოქმედებს, მაშინ ევროკავშირი და აშშ მას სანქციებს მოუხსნიან.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ შეთანხმების საბოლოო ტექსტის დაწერა უკვე დაწყებულია და 30 ივნისს უნდა დასრულდეს. აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯონ ქერიმ მიღწეული შეთანხმება შეაფასა და აღნიშნა, რომ ”მხარეებს პრობლემების მოსაგვარებლად მთავარი პარამეტრები ხელთ აქვთ და მისი მიხედვით უნდა იმოქმედონ.” აშშ-ს პრეზოდენტმა ბარაკ ობამამ შეთანხმებას ისტორიული უწოდა და დაამატა, რომ ამ შეთანხმებით არა მხოლოდ აშშ, არამედ ყველა მოკავშირე ქვეყნები და მსოფლიოც უფრო მშვიდად იქნება.”

ობამამ ასევე განაცხადა, რომ ”ირანის ბირთვული იარაღის გასამდიდრებლად ყველა გზის ჩაკეტვა, ბირთვული იარაღის კრიზისის მოგვარების საუკეთესო გზაა.”
ობამამ ასევე ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა და საუბარში ირანთან მიღწეულ შეთანხმებაზე იქნა გამახვილებული ყურადღება. ნეთანუიაჰუმ კი ამ შეთანხმებით თავის ქვეყნის საშიშროებაზე გაამახვილა ყურადღება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები