ევროპა და პალესტინის სახელმწიფოებრიობა

ევროპული სახელმწიფოები განაგრძობენ პალესტინის სახელმწიფოებრიობის ცნობას

241670
ევროპა და პალესტინის სახელმწიფოებრიობა

ევროპული სახელმწიფოები განაგრძობენ პალესტინის სახელმწიფოებრიობის ცნობისადმი მიმართული ნაბიჯების გადადგმას.
იტალიის პარლამენტის ქვედა ფრთის წარმომადგენელთა ჯგუფმა მიიღო ორი წინადადების მომცველი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს პალესტინის სახელმწიფოებრიობის ცნობისადმი წახალისებას.
პირველი წინადადება შეტანილ იქნა ოპოზიციის თანაკომპანიონის დემოკრატიული პარტიის მხრიდან. ითვალისწინებს, პალესტინის სახელმწიფოებრიობის ცნობას ლეგიტიმური ისრაელის სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, 1967 წლამდე არსებული საზღვრის ფარგლებში. ისეთი დემოკრატიული და სუვერენული პალესტინის სახელმწიფოებრიობის ცნობას, სადაც ერთობლივი დედაქალაქი იქნება იერუსალიმი.
წინადადება მიღებულ იქნა 45-ის წინააღმდეგ 300 ხმით. მეორე წინადადება შეიტანა კოალიციის მთავრობისთვის მხარდამჭერმა სახალხო მოძრაობის პარტიამ და სამოქალაქო საარჩევნოს ალიანსმა.
წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ისრაელის სახელმწიფოებრიობის ცნობის გარდა ძალადობის შეწყვეტას და პალესტინის სახელმწიფოებრიობისთვის საჭირო პირობების შექმნას. წინადადება მიღებულ იქნა 84-ის წინააღმდეგ 237 ხმით.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ აღნიშნა, რომ დადებით შეფასებას აძლევენ პალესტინის სახელმწიფოებრიობის ცნობის და მხარეებს შორის განხილვების ხელახლა დასაწყებად საჭირო მცდელობებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები