ავსტრიაში რასისტული თავდასხმების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

აქციას კათოლიკურმა ახალგაზრდობამ და სხვა ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდა

200847
ავსტრიაში რასისტული თავდასხმების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ცოცხალი მუსიკის თანხლებით რასიზმის და ისლამოფობიის წინააღმდეგ პროტესტი გაიმართა. ახალგაზრდა მუსლიმანთა ასოციაციაციის მიერ

ორგანიზებული აქცია ვენაში ადამიანის უფლებათა დაცვის მოედანზე გაიმართა და მათი მთავარი სლოგანი იყო ”უფრო მტკიცე საზოგადოებისთვის შენც გაეცი ერთი ღიმილი”.

აქციას ავსტრიის კათოლიკურმა ახალგაზრდობამ, სოციალ-დემოკრატიულმა მოძრაობამ, ავსტრიის ახალგაზრდულმა პარტიის წევრებმა და სხვა ორგანიზაციებმაც დაუჭირეს მხარი.

ცოცხალი მუსიკის თანხლებით გამართულ აქციაზე მყოფ ადამიანებს ჩაით და კექსით გაუმასპინძლდენ. აქციის მონაწილეებს ეცვათ მაისურები წარწერით ”აჩუქე ღიმილი”.

ავსტრიის ახალგაზრდა მუსლიმანთა ასოციაციაციის ერთ-ერთი წევრის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულ იქნა, რომ ეს აქცია ბოლო პერიოდში განვითარებული სამწუხარო და

უარყოფითი მოვლენებიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის დადებითი ენერგიის მისაცემად გამართეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები