ირანმა სამხედრო მანევრი მოაწყო

აშშ-ის ლაზერული იარაღის ტესტირებას მანევრით გამოეპასუხა ირანი

160999
ირანმა სამხედრო მანევრი მოაწყო

აშშ-ის ლაზერის იარაღის საპასუხოდ ირანმა სამხედრო მანევრი მოაწყო. გასულ კვირას, აშშ-ის მხრიდან სპარსეთის ყურეში ლაზერული იარაღის ტესტირებას მანევრით გამოეპასუხა ირანი და დაიწყო მსოფლიოს ნავთობის სტრატეგიულ გადამკვეთ ჰუმრუზის სრუტესა და მიმდებარე ადგილებში ფართო მასშტაბიანი სამხედრო წვრთნები. ირანის არმიის და რევოლუციური გვარდიისთვის განკუთვნილმა ქვეითმა, საზღვაო და საავიაციო ძალებმა "Muhammed Resulullah"-ის სახელწოდების მანევრი ჰუმრუზის სრუტის აღმოსავლეთიდან დაიწყეს.
სამხედო უფლებამოსილების ცნობით წვრთნების მიზანია ირანელი სარდლების სამხედრო გამოცდილების ახალგაზრდა ჯარისკაცებისთვის გაზიარება.
ინფორმაციით მანევრი გაგრძელდება ერთ კვირას.
ვაშინგტონის სამხედრო ტექნოლოგიის ახალი იარაღის გამოცდას ირანის ტერიტორიის მიმდებარე ჰუმრუზის ყურეში, შეფასება მიეცა როგორც ირანის დაშინება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები