ჰამასის ორგანიზაცია ამოღებულ იქნა ტერ-ორგანიზაციის სიიდან

გადაწყვეტილებით შესწავლილ იქნა მისი ტერ-ორგანიზაციის სიაში შეტანის მიზეზები

151408
ჰამასის ორგანიზაცია ამოღებულ იქნა ტერ-ორგანიზაციის სიიდან

ევროპულმა სასამართლომ ტერ-ორგანიზაციის სიიდან ამოიღო ჰამასის ორგანიზაცია.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის ცენტრალური ოფისიც ლუქსემბურგშია, შესწავლილ იქნა რა ჰამასის ტერ-ორგანიზაციის სიაში შეტანის მიზეზები,გამოტანილ იქნა დასკვნა, რომ სინამდვილეების მაგივრად, იგი ემყარება პრესასა და ინტერნეტში გავრცელებულ იდეებს, რაც ეწინააღმდეგება სამართალდამცავ კანონებს.
სასამართლომ, ასევე მოითხოვა, ტერ-ორგანიზაციის სიაში ყოფნის გამო, ჰამასის ევროკავშირში არსებული აქტივების გაყინვის მსგავსი სანქციების სამ თვის შემდეგ მოხსნა.
ევროკავშირის წევრებს, ამ ხნის განმავლობაში შეეძლებათ ჰამასის ტერ-ორგანიზაციის სიიდან ამოღების გადაწყვეტილების გასაჩივრება.
არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირის წევრებმა, ამ სამი თვის განმავლობაში ახალი არგუმენტების წამოყენებით ჰამასი კვლავ ტერ-ორგანიზაციის სიაში შეიტანონ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები