კატალონიაში დამოუკიდებლობის ახალი გეგმას ადგენენ

კატალონიაში დამოუკიდებლობის ახალი გეგმას ადგენენ

207588
კატალონიაში დამოუკიდებლობის ახალი გეგმას ადგენენ

კატალონიაში დამოუკიდებლობის ახალი გეგმას ადგენენ

კატალონიის ავტონომიური მმართველობის ხელმძღვანელმა არტურ მასმა განაცხადა, რომ „ეძებენ ფორმას იმისათვის, რათა ვადამდელმა არჩევნებმა დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ხასიათიც შეიძინოს“.

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გამართულ კონფერენციაზე არტურ მასმა აღნიშნა, რომ „ვადამდელი არჩევნები დამოუკიდებლობისაკენ მიმავალ გზაზე ერთადერთი შესაძლებლობაა“.

მასის გეგმა დამოუკიდებლობის მომხრე ყველა პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციის საერთო პლატფორმის ქვეშ ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას ითვალისწინებს.

არტურს მასის აზრით, ერთობლივი პლატფორმა, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს, კატალონიას დამოუკიდებლობას 18 თვეში მოუტანს. მასის განცხადებით, ამისათვის დამოუკიდებლობის პლატფორმამ აბსოლუტური უმრავლესობა უნდა მოიპოვოს.

ვადამდელი არჩევნების თარიღი კი ჯერ-ჯერობით უცნობია.

კატალონიაში 9 ნოემბერს გამართულ არაოფიციალურ რეფერენდუმში მონაწილეობა ორმა მილიონმა ადამიანმა მიიღო. არჩევნებში მონაწილე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ორი მესამედის 80%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა.

საკონსტიტუციო სასამართლომ კი, რომელიც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარების ნებართვას არ გასცემს, არაოფიციალური რეფერენდუმიც აკრძალა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები