აშშ-ს და კოალიციის 21-ი წევრი სახელმწიფოს სამხედრო ლიდერები შეიკ

იმ მიზნით, რომ მხოლოდ ერთობლივად შეიძლება ტერ-ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა

157652
აშშ-ს და კოალიციის 21-ი წევრი სახელმწიფოს სამხედრო ლიდერები შეიკ

აშშ-ს და კოალიციის 21-ი წევრი სახელმწიფოების სამხედრო ლიდერები, ტერორისტული ორგანიზაციის IŞİD-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ ქალაქ ვაშინგტონში.
ინფორმაციით ლიდერებმა გაიზიარეს მოსაზრება, რომ მხოლოდ ერთობლივად შეიძლება ტერ-ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული წინსვლა.
სხდომას, რომლის ერთ ნაწილსაც შეუერთდა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, თავმჯდომარეობა გაუწია ანდრევის სამხედრო ბაზამ და აშშ-ის გენ შტაბის უფროსმა დემპსეიმ.
სხდომის შემდეგ, აშშ-ის გენ შტაბის უფროსმა დემპსეიმ, ცალკე შეხვედრა ჩაატარა თურქეთის წარმომადგენელ გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროს გენერალ პოლკოვნიკ ერდალ ოზთურქთან.
პენტაგონის უფლებამოსილების განცხადებით, აშშ-ის თავჯდომარეობით კოალიციის სამხედრო ლიდერები შეკრიბნენ რათა უფრო მჭიდრო კონსესუსი დაამყარონ ტერ-ორგანიზაციის წინააღმდეგ საჰაერო და სახმელეთო კომპანიების ინტეგრაციის და საჭირო რესურსებით უზრუნველყოფის საქმეში.
გაიზიარეს მოსაზრება, რომ მარტოდ მარტო ვერ შესძლებენ რაიმე წარმატების მიღწევას და საჭიროა ძალების გაერთიანება. რჩევები მიეცა მთავრობებს, რომ ყველა სახელმწიფომ იმოქმედოს ოპტიმალური შესაძლებლობის გათვალისწინებით.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები