წყალდიდობა პაკისტანსა და ინდოეთში

პაკისტანსა და ქაშმირში ხუთ დღიანი გადაუღებელი წვიმების გამო მოსული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 335-მდე გაიზარდა

117071
წყალდიდობა პაკისტანსა და ინდოეთში

პაკისტანსა და ქაშმირში ხუთ დღიანი გადაუღებელი წვიმების გამო მოსული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 335-მდე გაიზარდა.

წყალდიდობებისა და მეწყერის გამო პაკისტანში 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი უსახლკაროდ დარჩა.

ჯამუ ქაშმირის შტატში კი წყალდიდობის გამო ხიდები დაინგრა და გადმოსული მდინარის სიმაღლემ კი ზოგან ოთხ მეტრს მიაღწია.

წყალდიდობის გამო ათასობით სოფელი დაზარალდა.

სკოლებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობა შეწყვეტილია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 50 წლის ყველაზე ძლიერი წვიმების შედეგად მინიმუმ 120 ადამიანი დაიღუპა.

საზოგადოება შიშობს რომ შესაძლოა გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს და ასევე თავი იჩინოს ეპიდემიებმა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები