თურქეთი და გერმანია „მოსმენების" კრიზისს ერთად გამოიკვლევენ

109454
თურქეთი და გერმანია „მოსმენების" კრიზისს ერთად გამოიკვლევენ


თურქეთისა და გერმანიის დაზვერვის სამსახურები ორ ქვეყანას შორის წარმოქმნილ „მოსმენების“ კრიზისს ერთად გამოიკვლევენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფკან ალამ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე თურქეთის უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოხატა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ თომას დე მაიცირთან შეხვედრის დეტალები ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაახმაურა თურქმა მინისტრმა და მასში ნათქვამია: „სტუმარ მინისტრს განვუცხადე, რომ ჩვენი ქვეყნის მაღალჩინოსნების სატელეფონო მოსმენები მიუღებელია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად გადაწყდა თურქეთისა და გერმანიის დაზვერვის უფლებამოსილთა შორის მოლაპარაკებების გამართვა და ერთობლივი სამუშაოების ჩატარება“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები