პაკისტანი დემონსტრაციებმა მოიცვა

ისინი მთავრობის გადადგომას ითხოვენ

94955
პაკისტანი დემონსტრაციებმა მოიცვა



პაკისტანში სულ უფრო ფართო მასშტაბს იღებს ანტი სამთავრობო გამოსვლები და ახალი მოძრაობის ლიდერმა იმრან ჰანმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა რა, ამასთან პრემიერ ნავაზ შერიფის მთავრობას 48 საათის ულტიმატუმი მისცა გადადგომისათვის და თუ მთავრობა არ გადადგება, მაშინ, დემონსტრანტები გეზს სამთავრობო ბინებისაკენ აიღებენ.

პაკისტანის სახალხო მოძრაობის ლიდერის თაჰირ ულ კადრის თქმითაც პრემიერ შერიფის ხელისუფლებაში დარჩენა ამჟამად ყველაზე დიდი საფრთხეა ქვეყნისათვის.

ერთ კვირაზე მეტია რაც პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში და სხვა დიდ ქალაქებში მთავრობის საწინააღმდეგო მასობრივი აქციები მიმდინარეობს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები