ლიბიას ახალი სპიკერი ჰყავს

მისი წინააღმდეგია ოპოზიცია

81759
ლიბიას ახალი სპიკერი ჰყავს



ლიბიაში მიმდინარე შეტაკებების გამო ქვეყნის პარლამენტი ქალაქ ტობრუკში შეიკრიბა და პარლამენტის ახალ თავჯდომარედ არჩეულ იქნა აგილა ისსა და ამით ლიბიაში მუამმერ კადდაფის დამხობის შემდეგ პარლამენტის მესამე თავჯდომარე იქნა არჩეული, თუმცა ისსას ოპოზიცია კადდაფის მხარდაჭერად მიიჩნევს და ამიტომ მისმა წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ასე რომ, 188 პარლამენტარიდან კენჭისყრაში მხოლოდ 158-მა მიიღო მონაწილეობა.

ამასობაში დედაქალაქ ტრიპოლში და ქალაქ ბინგაზში შეტაკებები გრძელდება სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ უკანონო ფორმირებებს შორის, რის გამოც ქვეყნის მოსახლეობა ტუნისში გარბის და ამ უკანასკნელმა უსაფრთხოების გამო ლიბიასთან საზღვარი დროებით დახურა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები