ობერლინმა საერთაშორისო სასამართლოს გადასცა ისრაელი

ექიმებმა გაკიცხეს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც თვალს ხუჭავს ისრაელის თავდასხმებზე

75261
ობერლინმა საერთაშორისო სასამართლოს გადასცა ისრაელი

ღაზის საავადმყოფოებში მომუშავე სამედიცინო პერსონალებმა, ისრაელის გენოციდის მოწმე ევროპელმა და არაბმა ექიმებმა მკაცრად დაგმეს საერთაშორისო საზოგადოების ისრაელის თავდასხმებისთვის ყურების მოყრუება და დუმილი.
ბრიუსელის პრეს კლუბში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მტკიცებულებებით წარმოადგინეს ექიმებმა ისრაელის ჩადენილი დანაშული და მკვლელობა. აღნიშნეს, რომ ისრაელი ყოველგვარი გარჩევის გარეშე კლავს პალესტინელებს. არ ინდობს არც ბავშვებს და არც ქალებს.
შიფას საავადმყოფოში მომუშავე ნორვეგიელმა ექიმმა გილბერტმა, ვიზუალურად წარმოადგინა მძიმედ დაჭრილი ბავშვების სურათები და იკითხა:-განა ესენი არიან ტერორისტები?
აღნიშნა, რომ ამ დანაშაულში ბრალი ედებათ ისრაელის პრემიერ მინისტრ ნათანიაჰუსთან ერთად აშშ-ს, გაეროს და ისრაელის მხარდამჭერ სხვა ევროპულ სახელმწიფოებს. გამოთქვა მოწოდება შეწყდეს გენოციდი.
ფრანგმა ქირურგმა კრისტოფ ობერლინმა კი აღნიშნა, რომ ჩადენილი საომარი დანაშაულების გამო ისრაელის გასასამართლებლად პარასკევს მიმართა ჰააგას საერთაშორისო სასამართლოს. ეყრდნობა ძლიერ მტკიცებულებებს. მან მხარდაჭერა მოითხოვა საერთაშორისო თანამეგობრობისგანაც.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები