ისრაელის მიერ ღაზის წინააღმდეგ ოპერაციების დაწყებიდან 10 დღე გავ

133112
ისრაელის მიერ ღაზის წინააღმდეგ ოპერაციების დაწყებიდან 10 დღე გავ


ისრაელის მიერ ღაზის წინააღმდეგ ოპერაციების დაწყებიდან 10 დღე გავიდა. დაღუპულია 266 პალესტინელი, რომელთა უმრავლესობაც მშვიდობიანი მოქალაქეა, ხოლო დაჭრილთა რაოდენობამ კი 500-ს გადააჭარბა.

კასეტური ბომბების გამოყენების გამო წამოსული კრიტიკის შემდეგ ისრაელმა მკვრივი ინერტული ლითონის ასაფეთქებლების გამოყენება დაიწყო. ამ ბომბებით მიყენებული დაზიანება დიდია და დაშავებულების მკურნალობა თითქმის შეუძლებელია. ამ ასაფეთქებლების მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენება ომის დანაშაულად ითვლება.
დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა ყოველ საათში იზრდება.

ისრაელის ფლოტის მიერ ღაზის სანაპიროზე განხორციელებული საჰაერო ოპერაციის დროს ფეხბურთის მოთამაშე 4 ბავშვი დაიღუპა.

ამავდროულად, ისრაელმა გაერთიანებული ერების მოთხოვნით, ღაზაში ჰუმანიტარული მიზეზების გამო 5 საათიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. განცხადება გაავრცელა ასევე ჰამასმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ გაეროს „5 საათიან ცეცხლის შეწყვეტის“ წინადადებაზე თანხმობა განაცხადეს. ცეცხლი დღეს 10 საათიდან 15 საათამდე შეწყდება.

ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, ამ პერიოდში ღაზაში მცხოვრებ მშვიდობიან მოქალაქეებს შეეძლებათ საჭირო ნივთების მომარაგება.

ამავდროულად, ისრაელი შესაძლო სახმელეთო ოპერაციისათვის ემზადება. მანამდე მზადყოფნაში მყოფ 40 ათას სამხედროსთან ერთად გამოძახებული იქნა დამატებით 8 ათასი სათადარიგო ჯარისკაციც.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები