ხორვატიის ექს-პრემიერი დააპატიმრეს

მას 8,5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

94782
ხორვატიის ექს-პრემიერი დააპატიმრეს



ხორვატიის უზენაესმა სასამართლომ დაამტკიცა ამ ქვეყნის ექსპრემიერ ივო სანადერისათვის პირველადი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან გამოტანილი სასჯელი, 8,5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა, რომელიც მას გამოეტანა ერთ ერთი უცხოური ნავთობ ფირმისაგან ქრთამის აღების დანაშაულის გამო.

ამ ქრთამის დავამ დაძაბულობა წარმოშვა ხორვატია-უნგრეთს შორისაც, რადგან სანადერს ქრთამი უნგრული ნავთობ ფირმისგან ფირმისაგან 2009 წელს, პრემიერმინისტრობის დროს ჰქონდა აღებული. ხორვატიის უზენაესმა სასამართლომ სარჩელი აღძრა უნგრული ნავთობ ფირმის მიმართაც და მისი ხელმძღვანელობის დაკითხვა მოითხოვა, რის ნებართვას არ იძლევა უნგრეთის მთავრობა.

სანადერი განაჩენს ელოდება ავსტრიის ბანკისაგან ქრთამის აღების ბრალდების დავაშიც. 2010 წელს ამ ბრალდებების გამო სანადერი გარიცხულ იქნა ხორვატიის დემოკრატიული ერთიანობის პარტიიდან


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები