დაზარალებული დასავლეთ ბალკანეთის დასახმარებლად კამპანია დაიწყო

ბალკანეთში წყალდიდობის გამო ასი ათასობით ადამიანი უსახლკაროდ, საკვების გარეშე დარჩა და მათ ეპიდემია ემუქრება

71248
დაზარალებული დასავლეთ ბალკანეთის დასახმარებლად კამპანია დაიწყო



თურქეთის პრემიერმინისტრის რ. თ. ერდოღანის განკარგულებით, წყალდიდობით დაზარალებული დასავლეთ ბალკანეთის დასახმარებლად კამპანია დაიწყო. როგორც ცნობილია, ბონისა და ჰერცეგოვინის, სერბეთისა და ხორვატიის ჩათვლით, დასავლეთ ბალკანეთში წყალდიდობის გამო ასი ათასობით ადამიანი უსახლკაროდ, საკვების გარეშე დარჩა და მათ ეპიდემია ემუქრება.

პრემიერის განკარგულებით, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს კოორდინაციით, ჰუმანიტარული ორგანიზაციების, ფონდების, ასოციაციების, პროფესიული დაწესებულებების, მედია ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით წყალდიდობით დაზარალებულების დასახმარებლად კამპანია დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ კამპანიის ფარგლებში შეგროვებული თანხა სხვადასხვა ბანკების ანგარიშებზე ჩაირიცხება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები