დიდ ბრიტანეთში გამართულ სირიის მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე

თურქეთს წარადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლი

68559
დიდ ბრიტანეთში გამართულ სირიის მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე

დიდ ბრიტანეთში გამართულ სირიის მეგობართა ჯგუფის შეხვედრაზე თურქეთს წარადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლი. სხდომას შეუერთდა, თურქეთის ჩათვლით 11 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
ოპოზიციისთვის მხარდაჭერის გადაწყვეტილების მიმღებ სხდომაზე საერთაშორისო თანამეგობრობისადმი გამოითქვა მოწოდება უარყოფილ იქნეს სირიაში გათვალისწინებული საპრეზიდენტო არჩევნები. დღის წესრიგში ჩადგა რეჟიმის მხრიდან ქიმიური იარაღის მთლიანი მარაგის დანებება, ოპოზიციისთვის მხარდაჭერა, ჰუმანიტარული დახმარება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კერიმ კი, განაცხადა, რომ ხელთ არსებობს მტკიცებულებები ესადის რეჟიმის ძალების მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ ქლორის გაზის გამოყენების შესახებ.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივნის ჰაგუეს განცხადებით, მაშინ როცა სახელმწიფოში ჯერ ისევ სისხლი იღვრება ყოვლად მიუღებელია სირიაში არჩევნების ჩატარება.
მოხსენებით გამოსულმა დავუთოღლიმ მხარი დაუჭირა წამოყენებულ წინადადებებს.
შემდეგ კი, შეუერთდა თურქეთის ლონდონის საელჩოში სომაში დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემო ცერემონიას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები