ინგლისი: "რუსეთს ძველი ტანკები გაყავს ბრძოლის ველზე"
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშში აღინიშნა, რომ "რუსეთს ძველი ტანკები გაყავს ბრძოლის ველზე"
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშში აღინიშნა, რომ რუსეთი 1961 წლის საბჭოთა კავშირის დროინდელ T-62 ტიპის ტანკებს საწყობებიდან გამოიტანს და ბრძოლის ველზე გააგზავნის.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია: ”რუსული არმია (უკრაინის ომში) ცდილობს მძიმე ჯავშანტექნიკის დანაკარგის კომპენსაციის მიზნით 60 წლის T-62 ძირითადი საბრძოლო ტანკები განალაგოს“.
„რეალისტურია, რომ პირველი გვარდიის სატანკო არმიის ქვედანაყოფებიც კი, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის წამყვან სატანკო ძალად ითვლება, ხელახლა აღიჭურვება T-62-ებით, წინა დანაკარგების ასანაზღაურებლად. ბოლო დღეებში დადგინდა, რომ რუსული BTR-50 ჯავშანტრანსპორტიორი, რომელიც პირველად მოედანზე 1954 წელს გამოჩნდა, ასევე პირველად განლაგდა უკრაინაში. 2022 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, დაახლოებით 800 T-62 იქნა გამოტანილი საწყობებიდან და ზოგიერთი აღჭურვილი იქნა გაუმჯობესებული მიზნობრივი სისტემებით, რათა გაზარდოს მათი ეფექტურობა ღამით“. - ნათქვამია ანგარიშში.
იქვე ასევე აღნიშნულია, რომ ამ მოძველებულ ტრანსპორტის სახეობებს თანამედროვე ბრძოლის ველზე ბევრი უსაფრთხოების ხარვეზი აქვთ.
მსგავსი ინფორმაციები
ბოლო 100 წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი "მილტონი" ფლორიდას უახლოვდება
ბოლო 100 წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალი "მილტონი" ფლორიდას უახლოვდება