TOGG ევროპის ბაზარზე გადის
TOGG ევროპის ბაზარზე გადის
![TOGG ევროპის ბაზარზე გადის](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/525c/a3a1/9235/6643082202ee4.jpg?time=1722045357)
თურქეთის მიერ ადგილობრივი შესაძლებლობებით დამზადებული პირველი ელექტრო ავტომობილი (TOGG) ევროპის გზებზე 2025 წლიდან გამოჩნდება.
მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობასთან (TRT) შეფასებები გააკეთა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული შესაძლებლობებით დამზადებული პირველი ელექტრო ავტომობილი - TOGG არ არის მხოლოდ ახალი საავტომობილო ბრენდი, არამედ ბრენდი, რომელიც პიონერია მთელი ინდუსტრიის ტრანსფორმაციაში. ქაჯირმა თქვა, რომ Togg-ის რაოდენობა გზებზე უახლოვდება 30 ათასს.
„ჩვენს ქვეყანაში Togg არის როგორც ლიდერი ელექტრომობილების კლასში, ასევე ბაზრის ლიდერი საკუთარი მოდელის SUV მანქანებს შორის. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება Togg-ის შესაძლებლობების გაუმჯობესება ავტომატურ მართვასა და ხელოვნურ ინტელექტში უახლოეს პერიოდში. Togg, გერმანიაში გაყიდვაში 2025 წლის დასაწყისში გამოვა და ამით ევროპის ბაზარზეც შევა“, განაცხადა ქაჯირმა.
მინისტრმა, TRT-სთან ინტერვიუს დროს ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უახლოეს მომავალში ახალ ტექნოლოგიების წახალისების პროგრამას გამოაცხადებს.
მსგავსი ინფორმაციები
![გუტერეშმა განაცხადა, რომ ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ადამიანი იღუპება მაღალი ტემპერატურის გამო](http://cdn.trt.net.tr/images/medium/rectangle/65bc/adaf/b1b0/669dfb5e1b559.jpg?time=1722045357)
გუტერეშმა განაცხადა, რომ ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ადამიანი იღუპება მაღალი ტემპერატურის გამო
გუტერეშმა განაცხადა, რომ ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ადამიანი იღუპება მაღალი ტემპერატურის გამო